შესაბამისი განცხადება "ნიუპოსტთან" მოსიაშვილმა ფარცხალაძე-თორდიას საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ადვოკატის თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორს არც "ელ ცენტროს" ეპიზოდში და არც მიწების შეძენის საქმეში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
"ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია, რაც დაცვის მხარემ მოიპოვა. ბატონ ოთარს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია, როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს გამოძიება, საქმეში უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართულნი, მხოლოდ მივესალმებით საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ამგვარ გადაწყვეტილებას. ჩვენ, კანონთან კონფლიქტი არ გვქონია, ე.წ. "ელ ცენტროს" შემთხვევაში და არც მიწებთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე სახის სამართლებრივი ან მორალური პასუხისმგებლობა დაეკისროს ბატონ ფარცხალაძეს. ველოდები რომ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქმის პოლიტიზირებას წერტილი დაესმება.
ყოფილი მთავრი პროკურორსა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირების მიზეზად ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი სახელდება, რომელიც აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ოთარ ფარცხალაძეს გადაუცვალა.
ნუცუბიძის 77 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი მთავარი პროკურორი, მრავალსართულიან კორპუსებს ის მშენებლობას გეგმავს.
გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდია აცხადებს, რომ მას 13 მაისს, გამთენიისას ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სხემეს. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს, 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებამ 5 დღის შემდეგ, 17 მაისს დაკითხა.
24 მაისს კი გავრცელდა გენერალური აუდიტორის მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ლაშა თორდიას 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტი არის ასახული.
გენერალურ აუდიტორს აქვს ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყებები ყოფილ მთავარ პროკურორთან შეთანხმებით მოქმედებენ.
მასალის გამოყენების პირობები






