ენმ "ბირჟა მაფიის" წევრების გათავისუფლებას და მათ საქმეში მონაწილე პოლიტიკური პირების დაკავებას ითხოვს
პოლიტიკა - 11:44, 12 Jun, 2017     1956
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაპატიმრებული მომღერლები და დადგეს ყველა იმ პირის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ საქმეში. მათ შორის, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა დატოვონ თანამდებობები.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოტე იოსელიანმა ისაუბრა.

„ნარკოტიკების ჩადებით მომღერლების დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებმა და საზოგადოების ტერორის პრაქტიკამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

ნარკოტიკების და იარაღის ჩადება, უკანონო თვალთვალი და შანტაჟი არის ის ბინძური მეთოდები, რასაც ქართული ოცნება იყენებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. ქართული ოცნება დგას ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, მაფიოზურ კლანებზე და იმ პარტიულ პოლიციაზე, რასაც სუს-ის სახელით ვიცნობთ.

ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს დასცინის. ერთის მხრივ, სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ, ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებით, ქართული ოცნება ადამიანებს ძალიან დიდი ხნით ისტუმრებს პატიმრობაში. მეორეს მხრივ, პროკურატურა საქმეებზე პოზიციონირებას ახდენს ამ მაფიოზურ კლანში წარჩინებული პირების მითითებების ან ბერა ივანიშვილის ფეისბუქ პოსტის მიხედვით.

კალაძეს კი, რომელიც გუშინ ნარკოტიკების ჩადებით დაპატიმრებული მომღერლების საკითხს მორალის კითხვის ვიდეო ლექციით გამოეხმაურა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სკანდალური არჩევნები უკავშირდება, როცა ხმის უფლების მქონე ადამიანს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და დააპატიმრეს, რათა კენჭისყრის შედეგზე გავლენა მოეხდინათ“- განაცხადა იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42