,,ბირჟა მაფიას“ საქმე - გიორგი ვაშაძის 6 კითხვა კვირიკაშვილს, კალაძეს და ,,ოცნების“ ლიდერებს
პოლიტიკა - 21:02, 11 Jun, 2017     4990
,,სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ,,ბირჟა მაფიას“ რეპერების საქმესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერებს 6 კიხვას უგზავნის და მათგან პასუხს ითხოვს:

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ვაშაძის განცხადებას:

,,გუშინ რუსთავლეზე შეიკრიბა ათასობით ახალგაზრდა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს რეპერების ჯგუფის ‘’ბირჟა მაფიას’’ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით. საპასუხოდ მოვისმინეთ 3 განცხადება: პრემიერ მინისტრ - კვირიკაშვილის, ვიცე-პრემიერის და მერობის კანდიდატის კალაძის და ვიცე-პრემიერ ჯეჯელავას მხრიდან. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების მოსმენის შემდეგ გამიჩნდა კონკრეტული კითხვები:

1) პრემიერი კვირიკაშვილი დაგვპირდა გუშინდელი აქციის საპასუხოდ ნარკო პოლიტიკის ლიბერალლიზაციას. რა შუაშია ნარკო პოლიტიკის ლიბერალიზაცია ბირჟა მაფიის წევრების დაკავებასთან? რადგან უნდა გვესმოდეს, რომ მათ ხელისუფლება ედავება არა ნარკოტიკების მოხმარებას, რომელზეც ოდესმე შესაძლოა გავრცელდეს ნარკო ლიბერალიზაციის პოლიტიკა, არამედ განსკაუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას, რასაც სავარაუდოდ დაემატება რეალიზაციის მუხლი.

2) თუ ხელისუფლებას რეალურად აქვს ნება ნარკო პოლიტიკის ლიბერალიზაციასთან მიმართებაში რატომ აპირებთ საკითხის შემოდგომაზე განხილვას და არა თუნდაც მომავალ სასესიო კვირაში? მითუმეტეს, რომ შესაბამისი კანონპროექტები არაერთგიზს არის ინიცირებული პარლმენტში და უმრაველესობის წევრების მხრიდან იგნორირებული.

3) ხომ არ გვაქვს საქმე ხელისუფლების სტანდარტულ მიდგომასთან? თითქოს უკან დახევით რეალურად ადგილი აქვს ემოციების ჩაცხრობის მცდელობას და აქტუალური პრობლემის მოგვარების უსასრულოდ გადადებას.

4) ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა მასობრივი უსამართლობის განცდამ, რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები აპროტესტებდნენ ნარკოტიკების ჩადების მანკიერ პრაქტიკას, რამაც სისტემური ხასიათი მიიღო. ჩვენ კი კალაძის მხრიდან მივიღეთ დაპირებები, რომ ამ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი დაპირებები არაერთი გვინახავს. ხომ არ გავქვს საქმე ანალოგიური ხასიათის შეუსრულებელ დაპირებებთან გახმაურებულ ფაქტებთან მიმართებაში? როგორიც იყო: ფარცხალაძის მიერ გენერალური აუდიტორის თორდიას ცემის ფაქტი; აზერბაიჯანელი ჟუნელაისტის გატაცების ფაქტი; ფარული მიყურადებისა და უკანონო ვიდეოების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტები; პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობრებისთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტი. ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ გვესმის მხოლოდ ფორმალური დაპირებები რომ აუცილებლად გამოიძიებენ, რეალურად კი საქმე არასოდეს გამოძიებულა;

5) რუსთავალეზე შეკრებილი ახალგაზრდები ასევე აპროტესტებდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ხოლო ვიცეპრემიერი ჯეჯელავა საუბრობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯზე, საინტერესოა ქართული ოცნების პოზიცია - რას ფიქრობთ? საქმე გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯთან, თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთანთან?

6) ასევე კალაძის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ ზრუნავენ პოლიციელების ღირსებაზე, შესაბამისად გამიჩნდა კითხვა აზიანებს თუ არა ათასობით პოლიციელის ღირსებას, უკანონო ბრძანებების გაცემა, შესრულება და რეალურად დაუსრულებელი გამოძიებებით და პასუხ გაუცემელი კითხვებით დანაშაულზე ხელის დაფარება?

იმედი მაქვს, რომ კვირიკაშვილი, კალაძე და ქართული ოცნების სხვა ლიდერები თავს არ აარიდებენ ამ კითხვებს და დროულად გაგვცემენ პასუხს!“ - ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42