,,საჭიროა განსხვავებული ტიპის საპოლიციო რეფორმა, რომელიც შეიცავს სანდოობის და ავტორიტეტის ზრდის საშუალებებს“
პოლიტიკა - 20:54, 11 Jun, 2017     4632
პარტია ,,რეფორმატორების’’ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კირვალიძე განსხვავებული ტიპის საპოლიციო რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, აქამდე არსებული რეფორმა არასრულყოფილია, ვინაიდან დღემდე ვერ მოხერხდა პოლიციის მხრიდან კანონგარეშე მოქმედებების აღკვეთა, რაც პოლიციის მიმართ საზოგადოების უნდობლობას იწვევს.

,,პოლიციის სისტემაში აქამდე გატარებული რეფორმები ცალსახად არასრულყოფილი და ნაკლებად ეფექტურია, ვინაიდან დღესაც აქტუალურია მოსახლეობას და ამ ინსტიტუტს შორის ,,ჩატეხილი ხიდის’’ არსებობა. სავსებით ლოგიკურია ამ მოცემულობის აქტუალურობა, ვინაიდან დღემდე გვიწევს პროტესტის დაფიქსირება იმ უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებში. გრძელდება იარაღის და ნარკოტიკის ჩადება და სხვა კანონგარეშე მოქმედებები.

სრულყოფილი და სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული რეფორმა იძლევა ეფექტურობის და სანდოობის ზრდის შესაძლებლობებს, თითოეულმა სამართალდამცავმა უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიციელის მუნდირი ავტომატურად არ ნიშნავს ღირსებას, იგი ჩვეულებრივი სამოსია იქამდე, ვიდრე თავად პოლიციელები არ იზრუნებენ მისი ავტორიტეტისთვის.

საზოგადოება არ არის ბრმა, ვაცნობიერებთ პოლიციის უდიდეს მნიშვნელობას, თუმცა ვხედავთ და ვგმობთ მანკიერებას, ტრადიციულად არსებულ სისტემურ პრობლემებს, რომელიც სწორედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეაგირების გარეშე ტრანსფორმირდება, როგორც რეჟიმი.

ვფიქრობ, საჭიროა განსხვავებული ტიპის საპოლიციო რეფორმა, რომელიც გადაიარაღების და აღჭურვის ელემენტების გარდა შეიცავს სანდოობის და ავტორიტეტის ზრდის საშუალებებს.

პარტია ,,რეფორმატორებში’’ ვმსჯელობთ პოლიციის რეფორმირების მიმართულებით და მიგვაჩნია, რომ უნდა დავნერგოთ დასავლური ტიპის საპოლიციო მოდელი, სადაც მუნიციპალიტეტების დონეზე მოსახლეობა თავად ირჩევს პოლიციის მაღალჩინოსნებს. ამ გზით შევძლებთ ხალხს და პოლიციას შორის ,,ჩატეხილი ხიდის’’ აღდგენას, სწორედ ამ ტიპის რეფორმის მთავარი პოზიტიური მხარე მოსახლეობისადმი პოლიციის ანგარიშვალდებულების გაზრდაა. საპოლიციო ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ხალხისთვის გადაცემა მოგვცემს მეტ სანდოობას და ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მაქსიმალურად დეპოლიტიზირებას’’ - ნათქვამია კირვალიძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42