არცერთი ის ნორმა, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად შეაფასებს, არ დამტკიცდება - კობახიძე
პოლიტიკა - 17:01, 11 Jun, 2017     1232
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი ისეთი ნორმა არ დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელსაც ვენეციის კომისია უარყოფითად შეაფასებს. მისი თქმით, მეორე თავთან დაკავშირებით, რამდენიმე, არსებითად ტექნიკური ხასიათის შენიშვნა გამოითქვა და ეს გაზიარებული და ასახული იქნება.

„ყველაზე ცხელი საკითხები მეორე თავში ეს იყო მიწა და ქორწინება. საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების გათვალისწინებით და შემდგომი მსჯელობის საფუძველზე, გადაწყდა ჩანაწერის გამკაცრება. გრძელდება იმასთან დაკავშირებით მსჯელობა, თუ როგორ ჩამოყალიბდება მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერი, თუმცა, იქნება მაქსიმალურად შეზღუდული მიწის გასხვისება უცხოელებზე. ფართო დისკუსია იყო ქორწინების საკითხთან დაკავშირებითაც. კონსტიტუციის დონეზე კონკრეტდება ქორწინების დეფინიცია, კერძოდ, აღინიშნება კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის კავშირი. ძალიან კონკრეტული ძალები იყენებენ ასეთი დეფინიციის არ არსებობას ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ჩვენ გვინდა, რომ ეს საბაბი გამოვაცალოთ ასეთ ძალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერავინ ვერ მოახერხოს საქართველოში როგორც ჰომოფობიური, ისე ანტიდასავლური განწყობების გაღვივება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განმტკიცებულია ის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს სახელმწიფო მმართველობის სისტემას. მოწესრიგებულია პარლამენტთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. კონცეფცია, რომელიც ამ ცვლილებებს უდევს საფუძვლად, შემდეგში მდგომარეობს - ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. „თითოეული ის ნორმა, რომელიც შესაბამის თავებშია წარმოდგენილი, ამ ოთხი საკვანძო პრინციპის რეალიზებას ემსახურება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ძლიერ პარლამენტს, მისი თქმით, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობის საკითხები დღეს სათანადოდ მოწესრიგებული არ არის და ახალ რედაქციაში იზრდება მთავრობის როგორც ანგარიშვალდებულების, ასევე, პასუხისმგებლობის ხარისხი საქართველოს პარლამენტის მიმართ. „ვენეციის კომისიის კრიტიკის ერთერთი მთავარი საგანი იყო უნდობლობის ვოტუმი, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და შესაბამისი მუხლით დღეს მთლიანად არის გასწორებული და შესაბამისობაში მოყვანილი კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ძლიერდება ოპოზიციის პოზიციები პარლამენტში. განსაკუთრებით, ეს გამოიხატება იმ ნორმაში, რომლის თანახმადაც ოპოზიციას თავად შეეძლება დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი რამ, რაც პარლამენტს აძლიერებს, არის შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მისი თქმით, ასეთ დროს იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, რაც, დადებითად აისახება პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შიგნით და ეს ყველაფერი, მთლიანობაში, გააძლიერებს საქართველოს პარლამენტს. „ჩვენ გადავწყვიტეთ ამ სისტემის შეცვლა შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ორი შემთხვევა, როცა ორმა სხვადასხვა ხელისუფლებამ ამ სისტემის წყალობით, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და შემდეგ ეს უმრავლესობა ბოროტად გამოიყენა საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ყოველგვარი ტიპის ავტოკრატიის პრევენცია და ზუსტად ამას ემსახურება გადასვლა შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპზე, რომელიც კონსტიტუციის შესაბამის თავშია გარანტირებული.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოწესრიგებულია კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხიც და შემოდის ე.წ. პლურალური ვოტუმი, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციის გადასინჯვის თაობაზე უნდა დამტკიცდეს შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ნაწილში მრავალი პოზიტიური ცვლილებაა შეტანილი და აღნიშნული საკითხები მკაფიო რეგულაციებით წესრიგდება. რაც შეეხება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, აქ ერთადერთი ნორმაა წარმოდგენილი, რომლის თანახმად, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ევალება ყველა ზომის მიღება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. „ეს არის ჩანაწერი, რომელიც ერთგვარი დავალების სახით არის ფორმულირებული“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42