აქციის მონაწილეების უმეტესობა თბილისში ქვემო ალვანიდან ჩამოვიდა. ისინი სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებენ და მფრინავის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქე, თუნდაც ის აფრიკაში იყოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა. აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც მივიდნენ,
აქციაზე ინცინდენტიც მოხდა. ორმა პირმა ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის აქციაზე მისვლა გააპროტესტა. მათ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და განაცხადეს, რომ ბარამიძეს იქ ყოფნის უფლება არ ჰქონდა.
ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულები საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილები.
მოგვიანებით, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გოდაძე შეხვდა.
მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს. ოსურაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






