საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება 10 ივნისის სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 11:48, 11 Jun, 2017     12777

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 ივნისს საქართველოში მოსული ძლიერი წვიმისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს:

"მიმდინარე წლის 10 ივნისს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე შეტყობინება შემოვიდა. აქედან, 100-მდე შეტყობინება დაფიქსირდა თბილისში. უხვი ნალექი აღინიშნა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიც - ხაშურში, სურამში, ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხესა და ადიგენში. დაიტბორა სარდაფები, საცხოვრებელი სახლების ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაბა სურამში ადიდდა მდინარე სურამულა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ყველა გამოძახებაზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს, განახორციელეს სამაშველო სამუშაოები, მოახდინეს წყლის ამოტუმბვა და მონაწილეობა მიიღეს ნაშალი მიწისგან გზების გაწმენდაში.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, ავტომანქანების მოძრაობა შეაჩერეს. ავტომანქანებით გადაადგილება ასევე შეიზღუდა სულხან ცინცაძის ქუჩიდან ვერეს ხეობაში მდებარე გვირაბის გავლით, ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით.

ამჟამად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42