ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხთან მიმართებით ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი. მისი ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენებს ადვოკატის ყოლისა და თავის დაცვის ყველანაირი საშუალება აქვთ.
„ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს მოქალაქეებს ყველა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ესენი არიან ძალიან კარგი სპორტსმენები, რომ მათ ჰყავდეთ ადვოკატი და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური.
მეორე მხრივ, ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს და მთავარია, რომ ეს სიტუაცია გაირკვეს.
ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის დააკავებდნენ და თუ გაუგებრობაა მომხდარი აუცილებლად გაირკვევა უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






