აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - საქართველოს განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ყველას მოუწოდებს, მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას იცავენ. ვიცე-პრემიერი აღნიშნულ საქმეში საქართველოს რომელიმე უწყების მონაწილეობას რაიმე ფორმით გამორიცხავს:
”აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, თავად უარყო და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მას არ ეკუთვნის. დეპუტატის განცხადების გაყალბებასთან გვაქვს საქმე, მან გააკეთა განმარტებითი განცხადება. მანამდეც და ამ განცხადების შემდეგაც, ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ მონაწილეობას საქართველოს სამართლებრივი სისტემის და ყველას მოვუწოდებთ, რომ ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს”, - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






