დემურ სტურუას საქმე - გარდაცვლილის დედის, ნინო ჯოჯუას განცხადებით, მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულო იყო. ჯოჯუას თქმით, ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს და მას იანტერესებს ვინ იყო „ნამდვილი მკვლელი“:
„გამოძიებით დადგინდა, რომ გოდერძი თევზაძე უდანაშაულოა. ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს. მე მაინტერესებს ნამდვილი მკვლელი ვინ არის. სწორედ ეს უნდა გამოიძიონ. დარიკო ჯაში რომ ამბობს, ფული აიღოო, ნუთუ არ რცხვენია, ამას რომ ამბობს?! თუ ფული მაქვს აღებული, ასე მოჯამაგირედ ვიცხოვრებდი სხვის სახლში?! ფული დარიკო ჯაშს აქვს აღებული. „თეთრმა ხმაურმა“ გადაუხადა ფული, რომ ბევრი ეყვირა დემურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დარიკო პოლიციელებს ვერ იტანს და საქმეც მაგაშია“, - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.
პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა ბრალად, გუშინ სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ლედი ტუკვაძე ფეისბუკში ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






