ვითარება სასამართლო სისტემაში - სამი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 11:33, 10 Jun, 2017     1483

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია” სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

”ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიები ვეხმიანებით სასამართლო სისტემაში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ვერც ერთ ეტაპზე ვერ მოხერხდა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის შემდეგ მოხდა სასამართლოს კორუფციისგან გათავისუფლება, მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კანონმდებლობის დახვეწა, მოუგვარებელ პრობლემად დარჩა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მთელ სისტემაზე აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის აღმოფხვრა.

ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ გააჩინა სასამართლო სისტემაში არსებული ძირეული პრობლემების მოგვარების შანსი, თუმცა საზოგადოების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავზე მოირგო ყველა ის მანკიერება, რაც სისტემაში არსებობდა და საკუთარ საყრდენად აქცია სასამართლოს სწორედ ის წარმომადგენლები, რომლებიც წარსულში ხელისუფლების მიმართ უპირობო ლოიალობით გამოირჩეოდნენ. ასევე, სწორედ, ამ პირთა აქტიური მონაწილეობით განახორციელა პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა და თავისუფალ მედიაზე შეტევა.

სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებას ცხადად ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება „რუსთავი 2“-ის საქმეზე. პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულმა კანონებმა ვერ შეცვალა არსებული რეალობა და სასამართლო ხელისუფლება კვლავ რჩება ძლიერი კლანური გავლენების ქვეშ. ამას ცხადყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები, სადაც სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით ხდება თანამდებობების გადანაწილება და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მათ შორის იმ პირების, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის დასაყრდენს წარმოადგენენ სასამართლო სისტემაზე კონტროლის განსახორციელებლად. შემაშფოთებელია სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის დაბრუნების შესახებ გავრცელებული ცნობები, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ბიზნესდავებს შეეხება.

ასევე ხაზგასასმელია, რომ ”ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა გზებით მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება და მისი დამოუკიდებლობის მორღვევა, ხოლო იმ პირებს, რომლებიც ამ პროცესში გამოიყენა, „დამსახურებისათვის“ მაღალი თანამდებობები უბოძა.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის გარეშე შექმნილი მძიმე ვითარების არსებითად გამოსწორება რთულად მისაღწევია, ამ ეტაპზე აუცილებელია:

• დროებით, მაგრამ დაუყოვნებლად შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები;

• სასამართლო ხელისუფლებას ჩამოშორდეს ყველა ის პირი, რომელსაც არ აქვს საზოგადოების ნდობა და მიიჩნევიან ხელისუფლების საყრდენად სასამართლო სისტემაზე კონტროლის განხორციელებისთვის, რისთვისაც ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ წარსულზე და მისცენ ქართულ სასამართლოს გაჯანსაღების, დამოუკიდებლად განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობა;

• ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობოებისა და ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნას სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოამზადებს არსებით რეფორმას, რათა განვითარდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა”, - ნათქვამია სამი პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42