შსს-მ ორი ქართველი აბიტურიენტი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში წარგზავნა
პოლიტიკა - 17:30, 09 Jun, 2017     1431
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA), სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად ორი კანდიდატი - გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ტვილდიანი და „მომავლის სკოლის“ კურსდამთავრებული, სანდრო სტაჟაძე წარგზავნა.

ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, წარგზავნილი კანდიდატები, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.

წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა, მათი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით, აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ს პოლიციის აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation - ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ყოველწლიურად არჩევს კანდიდატებს აშშ-ს სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში წარსაგზავნად. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც, USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტრო წელს პირველად ჩაერთო და 2 კანდიდატის წარგზავნის უფლება მოიპოვა.

ქართველი სტუდენტების აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლისა და ცხოვრების საფასურს, მათ შორის, წიგნებითა და სტიპენდიით უზრუნველყოფას, რაც წელიწადში 97 000 აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანად აშშ-ს სანაპირო დაცვა ანაზღაურებს.

აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემია აშშ-ს საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. 1971 წლიდან საერთაშორისო კადეტები აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში იღებენ უმაღლეს განათლებას, გადიან სამხედრო მომზადებას და ეუფლებიან ლიდერობის უნარებს. აკადემიას აქვს ოთხწლიანი ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია საინჟინრო, მათემატიკურ და სამეცნიერო განათლებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42