,,ბატონი თომას მარკერტი მიდასტურებს მეილით, რომ დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე საქართველოს პრეზიდენტსაც“
პოლიტიკა - 16:52, 09 Jun, 2017     2344
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშივილის თქმით, ვენეციის კომისიიდან წინასწარი დასკვნის დოკუმენტი გაეგზავნა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე პრეზიდენტსაც. აღნიშნული განცხადება ჩუგოშვილმა იმ დისკუსიის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვენეციის კომისიის დასკვნის მედიაში გასაჯაროებაში დაადანაშაულა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნსი ანა დოლიძის განცხადებით, კი ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პრეზიდენტს მიღებული არ აქვს:

„ძალიან არ მინდოდა ამ დისკუსიაში შეყოლა, იმიტომ რომ ზოგადად არ მომწონს ის ტენდენცია, რაც ჩვენსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ურთიერთობაში ყალიბდება. ჩვენ იმ პირობას ვასრულებდით, რა პირობაც ვენეციის კომისიისთვის გვქონდა მიცემული. ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ არ აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია მიღებული, უბრალოდ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მეც ის ინფორმაცია გავაჟღერო, რაც მაქვს. ვინაიდან მე ვარ საკონტაქტო პირი ვენეციის კომისიისთვის საკონსტიტუციო კომისიიდან. მე მაქვს ის მეილი, სადაც მიდასტურებს ბატონი თომას მარკერტი, რომ როგორც კი გამოეგზავნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტსაც. თუ ვინმეს აინტერესებს, ტელეფონში მეილი მაქვს და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს გავუზიარო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42