ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის თქმით, ქართველები ძალიან ამაყი ერია მდიდარი ისტორიით და ისინი იმსახურებენ ნატოს გამორჩეული პარტნიორის ადგილს:
”როგორც ალიანსის წევრებთან,ასევე პარტნიორებთან ურთიერთობა მხოლოდ წვრთნები, მისიები და ოპერაციები არ არის, ასევე მნიშვნელოვანია სოციალური ღონისძიებები. ეს ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავიგოთ მეტი პარტნიორი ქვეყნების კულტურის, ისტორიისა და სამზარეულოს შესახებ. ქართველები ძალიან ამაყი ერია მდიდარი ისტორიით და ისინი იმსახურებენ ნატოს გამორჩეული პარტნიორის ადგილს - ეს არის ის, რაც ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობით გავიგეთ, მათ შორის ისეთი ღონისძიებებით, როგორც დღეს გვაქვს.
ამის მიზეზია ქართველების დამოკიდებულება, მიდგომა, საქართველოს წვლილი მოკავშირეების ოპერაციებში და ასევე ის რეფორმები, რომლებსაც საქართველო ატარებს იმისათვის, რომ საერთო ღირებულებების და ინტერესების გაერთიანებას დაუხლოვდეს.
საქართველო ზეიმობს დამოკიდებლობის დღეს და ნატო ისეთ პარტნიორთან მეგობრობას, როგორიც საქართველოა”,- განაცხადა პეტრ პაველმა.
პეტრ პაველმა განაცხადა, რომ 19 ივნისს ნატოში საქართველოზე იმსჯელებენ.
კერძოდ, გაიმართება ნატოს სამხედრო კომიტეტის + საქართველოს შეხვედრა, სადაც რეფორმების მიმდინარეობაზე და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე იქნება საუბარი.
ივნისის ბოლოს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს.
მინისტერიალაზე ორმხრივი შეხვედრები ნატოელ კოლეგებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრსაც ექნება.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავჯდომარე ამბობს, რომ ნატოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები პარტნიორებთან ურთიერთობაზეც იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






