"უწმინდესი პროკურატურამ შეცდომაში შეიყვანა, ჩვენ ვეტყვით ვინ ფიგურირებს საქმეში საპატრიარქოს მხრიდან"
პოლიტიკა - 16:25, 09 Jun, 2017     2915
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას ამბობს, რომ დაკავებულის ოჯახი ჯერ-ჯერობით პატრიარქთან ისევ ელოდება პასუხს, შეხვდება თუ არა ის მამალაძეების ოჯახს ადვოკატებთან ერთად.

"ჯერ-ჯერობით სიახლე არაფერი არ არის, საპატრიაქოდან მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ მხოლოდ ოჯახის წევრები... ჩემი პოზიციია, რომ ადვოკატებთან ერთად შევხვდე პატრიარქს. როგორც თქვენთვის ცნობილია, უწმინდესთან პროკურატურის მაღალჩინოსნები ბრძანდებოდნენ, რომლებმაც თავის მხრიდან საქმის მასალები გააცნეს პატრიარქს რითაც ილია მეორე შეცდომაში შეიყვანეს. ჩვენ კი გვინდა, პატრიარქს დავანახოთ ის სიმართლე რაც მამა გიორგის აქვს, რომელსაც მამა გიორგი შეეწირა. ვეტყვით იმას, თუ ვინ ფიგურირებს საქმეში საპატრიარქოს მხრიდან. ციანიდის საქმეზე უწმინდესს, სრულ ინფორმაციას არ აწვდიან"- განაცხადა "ნიუპოსტთან" დაკავებული სასულიერო პირის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

მისი თქმით, პატრიარქი თანახმა იყო დაკავებულ დეკანოზსს შეხვედროდა.

"როცა პატრიარქი გერმანიიდან ჩამოვიდა და როცა მას ჩვენი ადვოკატები შეხვდნენ, პატრიარქმა დაუფიქსირა პოზიცია, რომ მამა გიორგი ენდობა და და სურდა რომ მამა გიორგი თავდებით გამოეყვანათ გარეთ, ამის შემდეგ მეუფე იაკობმა პატრიარქს უთხრა, რომ მამა გიორგი თუ გარეთ გამოვა მოკლავენო და გადააფიქრებინეს და ის დღეს საბყრობილეშია. მე დარწმუნებული ვარ რომ პატრიარქს სურდა და სურს შეხვედრა, თუმცა სრულ ინფორმაციას არ აწვდიან"- აცხადებს დაკავებულის ძმა.

როდის შეხვდება პატრიარქი „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, შეხვედრის ორგანიზება მას დეკანოზ მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სთხოვა, მაგრამ 5 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა მცირე გაუგებრობის გამო ჩაიშალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42