საკონსტიტუციო ცვლილებები - ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნიდან კიდევ ერთი ნაწილი ხდება ცნობილია. „კურიერის“ ინფორმაციით, აღნიშნული ნაწილი სასამართლო სისტემას ეხმაურება. ვენეციის კომისია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ჩანაწერს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს.
„შემოთავაზება ქართული ოცნების მხრიდან, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს აეკრძალოს საარჩევნო კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა და, ფაქტობრივად, ეს არის წინასწარი გაცხადება, რომ შესაძლებელია, არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციური პრინციპების, კონსტიტუციური წყობილების დარღვევის გზით და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე თავის ცალსახა ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა ვენეციის კომისიამ,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა საარჩევნო პროცესზე ნეგატიურად აისახება.
„შეზღუდვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეეძლოს გადაწყვეტილების გამოტანა წლის განმავლობაში და 60 დღით ადრე კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებაში, ასუსტებს მის საკონსტიტუციო კონტროლის უფლებამოსილებას და ასუსტებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






