„მინიშნება იყო იმაზე, რომ არც ერთი კონსტიტუციით არ არის ასეთი რეგულაცია დადგენილი და გარდა ამისა, ისტორიულად პარლამენტი წარმოიშვა იმისათვის, რომ მიიღოს პრინციპული საკონტიტუციო გადაწყვეტილებები, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, ანუ ეს არის საპარლამენტო სუვერენიტეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს რა თქმა უნდა, არის გასაზიარებელი არგუმენტები. მეორე მხარეს დგას ეკონომიკური ინტერესები. თავის დროზე ეს ნორმა ჩაიდო კონსტიტუციაში, რაც ბუნებრივია, სტაბილურობის მეტ განცდას ანიჭებს ინვესტორებს, ბიზნესში წარმოდგენილ სუბიექტებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბიზნეს ასოციაციასთანაც გვქონდა მსჯელობა და დისკუსია. ჩვენთვის ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ინვესტიციების წახალისება. აქედან გამომდინარე, როგორც ერთი, ასევე მეორე ფაქტორიც უნდა იყოს გათვალისწინებული. განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, როდესაც ქვეყნის მთლიანად შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 ათასი დოლარი არის და ქვეყნის ეკონომიკა საჭიროებს თვისობრივ გაუმჯობესებას. უნდა იყოს დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 94-ე მუხლი სრულად შეიძლება არ იყოს ამოღებული, თუმცა გრძელვადიანი დათქმით შეიძლება ის გარდამავალ დებულებებში გადავიდეს.
„ერთ-ერთი ვარიანტი, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, მდგომარეობს იმაში, რომ მართალია სრულად შეიძლება არ იყოს ამოღებული 94-ე მუხლი, თუმცა გრძელვადიანი დათქმით შეიძლება ის გადავიდეს გარდამავალ დებულებებში იმისთვის, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით მაღალი ტემპი ესაჭიროება ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, სათანადო განატიები იყოს დადგენილი უშუალოდ კონსტიტუციის დონეზე. ანუ საუბარია გრძელვადიან, მრავაწლიან დათქმაზე, რომელიც შეიძლება ჩაიდოს ნაცვლად ძირითადი დებულებებისა, გარდამავალ დებულებებში. ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში პარლამენტისა და მთავრობის სუვერენული უფლებები შეიზღუდება გარკვეული პერიოდის გამავლობაში და ამის შემდეგ უკვე სრულად იქნება გათავისუფლებული პარლამენტი და მთავრობა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






