თავდაცვის მინისტრი აღმოსავლეთ სარდლობის საპილოტე პროგრამას გაეცნო
პოლიტიკა - 15:26, 09 Jun, 2017     1021
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს ცოტა ხნის წინ შედგენილი პროგრამა წარუდგინა.

საპილოტე პროგრამის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების დღის განრიგის ოპტიმიზაცია და მისი პრაქტიკაში დანერგვა წარმოადგენს. განახლებული პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული და მათ განრიგს თვისობრივად უფრო მოქნილს ხდის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა რეგიონში დისლოცირებული ქვედანაყოფები შეირჩა. პროექტში ჩართულ ქვედანაყოფებში ჩატარებული გამოკითხვისა და ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამხედროების უმეტესობა სიახლეს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ახალი პროგრამა ამოქმედების შემთხვევაში, მათ ყოფითი პრობლემების მოგვარების საუალებას მისცემს.

აღმოსავლეთ სარდლობის სამეთაურო რგოლის შეფასებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შემცირდება ყოველდღიური საათობრივი დათხოვნის დრო, მეცადინეობები უფრო ეფექტური გახდება, სამეთაურო რგოლს კი შემდეგი დღის უკეთ დაგეგმვისთვის მეტი დრო ექნება. ახალი განრიგი თანხების დაზოგვის საშუალებასაც იძლევა. გამოთავისუფლებული თანხები კი სამხედრო მოსამსახურეების პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ახალი განრიგის მიხედვით, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ნაცვლად 09:00 დან 18:00 საათისა, სამუშაო საათები 08:00-დან 17:00-მდე გაგრძელდება. ხოლო პარასკევს სამუშაო დღე 08:00-დან 12:00 საათამდე განისაზღვრება.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარმოდგენილი საპილოტე პროგრამა დადებითად შეაფასეს. ლევან იზორიას განცხადებით, სიახლე ახლო მომავალში ამოქმედდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შეცვლილი დღის განრიგი სამხედრო მოსამსახურეების ხელშეწყობაზე, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, რაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს.

პირველ ქვეით ბრიგადაში გამართულ შეხვედრას აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42