დაგროვებითი ბარათის ,,მოითხოვე ქართული“ ერთგული მომხმარებლები დაჯილდოვდნენ
პოლიტიკა - 14:30, 09 Jun, 2017     1147
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ დღეს ქართული პროდუქციის პირველი დაგროვებითი ბარათის ,,მოითხოვე ქართული“ ერთგული მომხმარებელი დააჯილდოვა.

დაგროვებითი ბარათი პრეზიდენტის ინიციატივით, საპრეზიდენტო კამპანიის ,,მოითხოვე ქართული“ ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და გაყიდვების წახალისებას ისახავს მიზნად.

დაგროვებით ბარათზე დაგროვებული „ქართულების“ მიხედვით დღეს 10 გამარჯვებულს „ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის“ სერტიფიკატი საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით პრეზიდენტის მრჩეველმა მაია მელიქიძემ და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ გადასცეს. გამარჯვებულებს გადაეცათ ასევე სპეციალური პრიზები 45-ზე მეტი ქართული კომპანიისგან.

როგორც მაია მელიქიძემ დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, პრეზიდენტის აღნიშნული ინიციატივის მიზანი ეროვნული ვალუტის გაძლიერება, ქართული წარმოების გაზრდა და უმუშევრობის შემცირებაა.

გამარჯვებულებს მაია მელიქიძემ საქართველოს პრეზიდენტის სახელით პროექტში ჩართვისა და მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მოსახლეობას კი, აქტიურობისაკენ მოუწოდა.

ამ ეტაპზე დამზადებულია 20 ათასი დაგროვებითი ბარათი, რომელიც ჯერ მხოლოდ 2 თვეა მოქმედებს და ქართულ პროდუქციის გაყიდვები თითქმის 6 პროცენტით გაიზარდა.

პროექტში უკვე ქართველი დიზაინერები და ხელოვანები ჩაერთვნენ. დღესვე დაგროვებითი ბარათი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გადაეცათ, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ.

დაგროვებითი ბარათის პროექტს ააიპ "მოითხოვე ქართული" ახორციელებს. მომხმარებელთა წახალისებისთვის ბარათზე დაგროვებული ქართულების მიხედვით ყოველთვიური კონკურსი ტარდება თვის ყველაზე მეტი "ქართულების" მფლობელი ტოპ ათეულის გამოსავლენად.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი კომპანიები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42