"ოკუპირებული რეგიონებისთვის სატრანზიტო სტატუსის მინიჭება დაუშვებელია" - ენმ მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 12:32, 09 Jun, 2017     998
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები არ შევიდეს და ოკუპირებული რეგიონებისთვის სატრანზიტო სტატუსის მინიჭება არ მოხდეს, რადგან ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოტე იოსელიანმა ისაუბრა.

„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში, რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავდა ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთისთვის დაბრკოლების მოხსნას. ამის სანაცვლოდ, ჩვენ შევძლებდით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობების კონტროლს. ეფექტური დიპლომატიური ძალისხმევების შედეგად, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სავაჭრო კორიდორების პრინციპი, საქართველოს ინსტერესების სრული გათვალისწინებით ჩაიდო ხელშეკრულებაში.

ვინაიდან რუსეთი უკვე არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ხელშეკრულებაში რაიმე სახის ცვლიელების შეტანა მნიშვნელოვნად დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება ცალსახად პროვოკაციულია. ქართული ოცნების წარმომადგენებს უნდა ესმოდეთ, რომ მსგავსი ნაბიჯებით, რუსეთი ცდილობს საოკუპაციო რეჟიმებისთვის და საკუთარი სამხედრო ბაზებისთვის ეკონომიკური ფუნციის მინიჭბას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ნებისმიერი კომპრომისი რუსეთის ინტერესების რეალიზების ხელშეწყობასა და ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწრებელი შედეგების დადგომას მოახდენს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოკუპირებული რეგიონრებისთვის სატრანზიტო სტატიუსის მინიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იურიდიული ძალის მქონდე დოკუმენტით შეუზღუდოს ზურაბ აბაშიძეს, აბაშიძე-კარასინის ფორმატში, როგორც აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის საკითხის, ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავაჭრო დერეფნების სტატუსის განხილვის უფლება.

ასევე, მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი განიხილოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების მოგვარების მექანიზმის გამოყენებით. ეს არის საარბიტრაჟო ტრიბულანის სისტემა, რომელიც არის საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო"- აღნიშნავენ ნაციონალური მოძრაობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42