„ცალკეულ სამინისტროში არის გადაცდომები პრემიის გაცემასთან დაკავშირებით, არის მინისტრების თანხმობით დამატებით იმ რეგულაციისა გაცემული პრემიები, რაზეც ჩვენ ჩვენს დასკვნაში მივუთითებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც ყურადღებით იყვნენ სამინისტროები, ვინაიდან ის დებულება ადგენს იმ რიგითობას, რაოდენობას, პრემიების გაცემის წესს. ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა იყოს ხშირი შემთხვევები ამ დებულების დარღვევისა... ჩვენ მიგვაჩნია, რომ დანამატი არის ასევე ბონუსური სისტემის წარმომადგენელი, ბონუსური სისტემის ნაწილი და დანამატი უნდა გაიცემოდეს საჯარო მოხელეებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ ზეგანაკვეთურ საქმიანობას, სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ დანამატი წინასწარ არის დანიშნული წლის მანძილზე საჯარო მოხელეებისათვის, ჩვენი აზრით ეს არის თანამდებობრივი სარგო და ამის კლასიფიცირება უნდა მოხდეს თანამდებობრივი სარგოს შესაბამის მუხლში,“ - აცხადებს თორდია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო დადგენილება, რომლიც მიხედვითაც პრემიების გაცემის წესის რეგულირებას ეხება.
ლაშა თორდია ამბობს, რომ კონკრეტულ სამინისტროებში პრემია-დანამატები სწორედ ამ წესის დარღვევით გაიცემა.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ პრემია-დანამატებთან დაკავშირებით პრობლემებია შსს-ში, ჯანდაცვის სამინისტროში, სასჯელაღსრულების და ფინანსთა სამინისტროებში.
უწყების დასკვნაში აღენიშნულია, რომ ამ სამინისტროების მხრიდან ხდებოდა დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლით პრემიების გაცემა და ამის ფონზე ყოველწლიურად იზრდება პრემია-დანამატების თანხის რაოდენობა.
მასალის გამოყენების პირობები






