ნიკა გვარამია თანამდებობაზე რჩება - რა ხდება რუსთავი 2 -ში
პოლიტიკა - 12:05, 09 Jun, 2017     24672
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, რუსთავი 2 -ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თანამდებობა ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუტოვებია.

სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ნიკა გვარამია თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს.

გვარამიას გადადგომას არ ადასტურებს მისი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. მისი თქმით, თუ ცვლილება იქნება ეს ოფიციალურად გახდება ცნობილი.

"გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებ, ჯერჯერობით ნიკა გვარამია თანამდებობიდან არ გადამდგარა, თუ ცვლილება იქნება ამის შესახებ განცხადება გაკეთდება" - აღნიშნავს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.

გავრცელებული ინფორმაციით "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 19:00 საათზე ნიკა გვარამია "კურიერის" გუნდს შეხვდა და არხის ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა, თუმცა განცხადება გადადგომაზე არ გაუკეთებია. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით სიტუაცია რამდენიმე საათში, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფინანსური პრობლემების გამო თანამშრომელთა ნაწილში გაჩენილი უკმაყოფილების მოსაგვარებლად "რუსთავი-2-ში" არხის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი ყარამანაშვილი მივიდა და კოლექტივთან ხელმეორე შეხვედრა შედგა. სწორედ ამ შეხვედრაზე გაკეთდა ნიკა გვარამიას მიერ გადადგომის შესახებ განცხადება.

ბოლო ინფორმაციით, "რუსთავი-2-ის" გუნდის ნაწილი ნიკა გვარამიას გადარწმუნებას ცდილობს და ამ საკითხზე არხის მფლობელთან შეხვედრასაც გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42