რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და საკუთარ გეგმებზე, „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში განმარტებას წერს. კილაძის თქმით, მისი სამომავლო გეგმები არა რუსთავი 2-ს, არამედ პოლიტიკას უკავშირდება:
“აუცილებელი განმარტება :
ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა რუსთავი 2-ის დირექტორობას .
ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან, პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზე-პოლიტიკაზე, მედიაზე, რუსთავი 2-ზე და ა.შ.
ორი დღის წინ შევხვდით . ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება. ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია.
ნიკა გვარამიას გადადგომა ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას.
იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს.
p.s. კობა ნაყოფიასაც ამ წუთას ველაპარაკე. არ განიხილება არც მისი დირექტორობის საკითხი !
ცალ ცალკე რომ არ მირეკოთ, ესაა ჩემი კომენტარი !”, - წერს კილაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






