"თვალსაჩინოა, თუ რამდენად აფასებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას"-აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი
პოლიტიკა - 11:20, 09 Jun, 2017     959

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომპსონმა სიტყვით მიმართა Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერასა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეების პრიორიტეტულობაზე, რასაც მისი განცხადებით კარგად მოწმობს ბოლო პერიოდში უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრები.

“თუ ვინმეს აინტერესებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ძალიან თვალსაჩინოა, თუ რამდენად აფასებს ახალი ადმინისტრაცია ჩვენს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან.

ადრეული პერიოდიდანვე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მას შეხვდით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩვენი პირველი საგარეო ვიზიტისას, შემდეგ კი - გასულ თვეს, როდესაც გვერგო პატივი მისთვის გვემასპინძლა თეთრ სახლში. შესანიშნავი შეხვედრა და დიალოგი გვქონდა, რასაც მოჰყვა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ოვალურ ოფისში. ასე რომ, თავიდანვე აშშ-ის ადმინისტრაციას ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი და ჩართულობა აქვს ჩვენს ქართველ მეგობრებთან.

რამდენიმე კვირის უკან, ბრატისლავაში, მქონდა საქართველოს პრემიერ-მინიტრთან ორმხრივი შეხვედრის და შესანიშნავი დისკუსიის გამართვის პატივი. სლოვაკეთში, „GLOBSEC”-ის კონფერენციის ფარგლებში ჩვენ ერთსა და იმავე პანელში მივიღეთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალაუფლებაში მოსვლის დღიდან, მხოლოდ რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში, აშშ-ის ადმინისტრაციამ მრავალი შეხვედრა გამართა ქართველ მეგობრებთან. მიმაჩნია, რომ მაღალი დონის ჩართულობა მკვეთრად მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა“- განაცხადა ანდრეა ტომპსონმა.

მისი განცხადებით აშშ-ს და საქართველოს მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი არის დემოკრატიული ღირებულებები, რომელსაც განუხრელად იცავს ორივე ქვეყანა და „სწორედ ამიტომაა, რომ აშშ-ი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას”.

ანდრეა ტომპსონმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან სამხედრო დანაყოფებით ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიისათვის.

„მე ყოფილი ჯარისკაცი ვარ. 28 წელი ვმსახურობდი შეიარაღებულ ძალებში და ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მსახური. მათთან ერთად ავღანეთში გავატარე დროის უმეტესობა, მოწმე გავხდი იმ მტკიცე ხელმძღვანელობის, ერთგულების, დისციპლინის, პატრიოტიზმისა და იმ შეუპოვრობის, რომელიც ამ სამხედრო დანაყოფებს ახასიათებს და ისინი დღესაც განაგრძობენ ჩვენს გვერდით ყოფნას”-აღნიშნა ტომპსონმა.

მან აშშ-ს სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პროცესისადმი, რაც მისი თქმით ასევე განხილული იყო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებას გაწევრიანდეთ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ორშაბათს გამართული ატლანტიკური საბჭოს ვახშამზეც, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მონტენეგროს, როგორც ნატო-ს ახალ წევრს, მიულოცა კლუბში გაერთიანება. ეს კარი ღიაა, განაგრძეთ ნატო-ში ინტეგრაციისაკენ სვლა“- აღნიშნა მან.

თეთრი სახლის წარმომადგენელი მიესალმა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის განმტკიცებისათვის მიმართულ რეფორმებს. აღნიშნა ეკონომიკის მიმართულებით გატარებული რეფორმები, რაც საქართველოს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად წარმოაჩენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42