"ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება"- კონგრესმენი ტედ პო
პოლიტიკა - 11:17, 09 Jun, 2017     1120

Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ამერიკულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი“, გახსნითი სიტყვით წარსდგა კონგრესმენი ტედ პო (რ- ტეხასი).

საკუთარ გამოსვლაში კონგერესმენმა აღნიშნა, რომ იგი ამაყია, რომ იკავებს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარის პოსტს. მან ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს მტკიცე მეგობრობას და პარტნიორობას და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, „რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება“, - განაცხადა ტედ პომ.

საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა გაიხსენა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი. კონგრესმენის აზრით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო დემოკრატიის დაკნინების მცდელობა, რადგან საქართველო სწორედ დემოკრატიის და იმედის შუქურად მოიაზრებოდა და კვლავაც მოიაზრება რეგიონში. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს რეაქცია პუტინის აგრესიაზე არ იყო სათანადოდ მკაცრი, რამაც მოსკოვი შმდგომი ქმედებებისკენ წააქეზა. ამ კონტექსტში კონგრესმენმა გაიხსენა ი 2008 წელს მის მიერ გაკეთებული პროგნოზი, როდესაც თქვა რომ „ეს არ არის რუსულია აგრესიის დასასრული და შეხედეთ რა მოხდა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში!“.

კონგრესმენის მოსაზრებით მნიშნველოვანია, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნა. ამ მხრივ მან განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მთავრობის როლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესში და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, „რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება“, - განაცხადა ტედ პომ.

კონგრესმენმა პომ აღნიშნა საქართველოს წარმატება ეკონომიკური განვითარების მხრივ და დასძინა, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად, კონგრესმენმა აღნიშნა ქართველების როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების შნარჩუნების პროცესში. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ბრძოლის ველზე უდიდესი სიმამაცისთვის, „ბრძოლის ველზე თანამშრომლობა კიდევ უფრო აღრმავებს კავშირს ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის“-აღნიშნა მან.

საკუთარი გამოსვლა კონგრესმენმა პომ ამერიკის 35-ე პრეზიდენტის სიტყვებით დაასრულა: „უნდა გავაგებინოთ ყველა ქვეყანას, მოყვარეს თუ მტერს, რომ აშშ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გამოწვევის ფონზე მხარს დაუჭერს მეგობარს, შეებრძოლება ნებისმიერ მტერს, რათა გადაარჩინოს თავისუფლება“. ტედ პოს აზრით, სწორედ ეს ფრაზა აღწერს იმ ტიპის ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42