„საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სიტემის ჩამოყალიბების გამო”- Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტი
პოლიტიკა - 10:50, 09 Jun, 2017     1008

Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტმა კიმ ჰოლმსმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას. მან ქართველებსა და ამერიკელებს მიულოცა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე და მოკლედ განიხილა საქართველოს მიღწევები.

მისი განცხადებით 1991 აშშ ე​რთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს კი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა საქართველოსთან, „როგორც აღმოჩნდა ეს იყო იმ დიდი მეგობრობის დასაწყისი, რომლის 25 წლის იუბილეს დღეს აღვნიშნავთ“, დასძინა ჰოლმსმა.

ჰოლმსმა შეაქო საქართველო, რომელიც ბევრი გამოწვევის ფონზე რეგიონში ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურად ჩამოყალიბდა, „საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სიტემის ჩამოყალიბების გამო.“

ჰოლმსმა განაცხადა, რომ საქართველოს მსგავსი პროგრესი, რომელიც 1999 წელს 123-ე ადგილს იკავებდა ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, არცერთ ქვეყანას არ ჰქონია, „ამჟამად საქართველო მე-13 ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსგავსი წარმატებისთვის სხვა არცერთ ქვეყანას მიუღწევია“.

ჰოლმსმა იმ საფრთხის შემცველ გარემოზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს უწევს განვითარება, „საქართველომ დაამტკიცა, რომ არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი, ბევრმა არ იცის, რომ ერაყში 2008 წელს, ქართული შენაერთი ჯარისკაცთა რაოდენობით მეორე იყო ამერიკის შემდეგ, ახლა კი ავღანეთში საქართველოს 870 მებრძოლი ჯარისკაცი წარმოადგენს, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ქართველი ხალხის მადლიერი ვიქნები ასეთი მსხვერპლის გაღებისთვის“.

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ვაშინგტონში Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლმა. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42