სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი?- IDFI კვლევას აქვეყნებს
პოლიტიკა - 10:38, 09 Jun, 2017     1298

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა კვლევა იმის შესახებ სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი საქართველოში რომელიც საქართველომ 2008 წელს მიიღო. როგორც IDFI-ს კვლევაშია ნათქვამი შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა, სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პირი იქნა დაკავებული ან რამდენ პირს აეკრძალა ქვეყანაში შემოსვლა კანონის დარღვევის გამო 2009-2016 წლებში. სამინისტრო ასევე უარს ამბობს, გაასაჯაროოს კანონის დამრღვევ უცხოელ თანამდებობის პირთა ე.წ. შავი სია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით:

"2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რითიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა კითხვები, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ეს კანონი. მაგალითად, 2017 წლის მაისში მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა დაბრკოლების გარეშე შეძლო საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს იგი უკანონოდ იმყოფებოდა აფხაზეთში.

იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა (იხილეთ გრაფიკი #1). ამასთან, სტატისტიკა მიანიშნებს, რომ დარღვევების რაოდენობა მცირდება (2009 წელს 78 შემთხვევა იყო, ხოლო 2016 წელს მხოლოდ 19). რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, სამინისტროს მიერ 8 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია მხოლოდ 4 დანაშაული (იხილეთ გრაფიკი #2).

სამწუხაროდ, სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პირი იქნა დაკავებული ან რამდენ პირს აეკრძალა ქვეყანაში შემოსვლა კანონის დარღვევის გამო 2009-2016 წლებში. სამინისტრო ასევე უარს ამბობს, გაასაჯაროოს კანონის დამრღვევ უცხოელ თანამდებობის პირთა ე.წ. შავი სია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით. ეს კი შეუძლებელს ხდის კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას და იმის თქმას, სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

მაგალითად, იური ლუჟკოვის შემთხვევაში, სამინისტრომ განმარტა, რომ იგი შავ სიაში არ ფიქსირდებოდა, რის გამოც მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი, მისთვის შეექმნა დაბრკოლება.

სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ საჯარო წყაროების მიხედვით, იური ლუჟკოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის დარღვევით ბოლო ვიზიტი ფიქსირდებოდა 2010 წელს. ვინაიდან, გამოძიება 2010 წელსვე არ დაიწყო, 2017 წლისთვის ამ სამართალდარღვევას გასული ჰქონდა 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, განეახლებინა გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს იური ლუჟკოვის პასუხისმგებაში არ მიცემის დასაბუთება მიუთითებს მხოლოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევ პირთა აღრიცხვის არაეფექტურობაზე. თუმცა, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა 2009 წლიდან დღემდე ე.წ. შავ სიაში აღრიცხული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით, შესაბამისად უცნობი დარჩა იყო თუ არა იური ლუჟკოვი შეყვანილი შავ სიაში, როცა მან საზღვარი გადმოლახა.

ასევე პრობლემურია, ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა 2009-2016 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების საქართველოს საზღვარზე დაკავების ან/და საზღვარზე შემოსვლის აკრძალვის შემთხვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნული აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულების პროცესში შესაბამისი პოლიტიკური ნების არ არსებობის შესახებ."- აღნიშნულია კვლევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42