„უკვე მერამდენედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ საქართველო არ ასცდეს დემოკრატიულ განვითარების კურსს, რაც საკმაოდ ხშირად არის ხოლმე ქართული ოცნებისინსტნქტი, რათა მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია იყოს ზედმიწევნით გათვალისწინებული და, ზოგადად, ამ კონსტიტუციური რეფორმის მართლა რეფორმაზე დამსგავსებისთვის საჭიროა, ხელახლა დაიწყოს პროცესი,“ -აცხადებსსაქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისაღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის, აზრით, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აისახოს.
„საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული და თან არაერთ ადგილას, სწორედ ე.წ. ბონუსი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წინადადებები რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მაშინ ნეგატიური დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით არ მოვიდოდა,“ -განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






