საკონსტიტუციო ცვლილებების პრობლემა და მედიისადმი დამოკიდებულება ჩვენ შეშფოთებას იწვევს- ევროპარლამენტარი
პოლიტიკა - 10:28, 09 Jun, 2017     1303
ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი პაოლო რანჟელი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასებას ეხმაურება. მისი თქმით ქართულმა მხარემ კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. როგორც ევროპარლამენტარი „რუსთავი2“-თან საუბარში აცხადებს, შეშფოთებას იწვევს მანდატების განაწილების პრინციპი, ასევე კითხვის ნიშნებია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებითაც.

„საკონსტიტუციო რეფორმის არსებული პროექტის განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დისტანციას გაზრდის. განსაკუთრებით ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პრეზიდენტს არჩევის წესის შეცვლაც ეხება. ქართულმა მხარემ საჯაროდ დადო პირობა, რომ ვენეციის კომისიის რჩევებს გაიზიარებს.“- განაცხადა პაოლო რანჟელიმ.

სახალხო პარტიის წარმომადგენლის თქმით ევროპარლამენტარები ყურადღებით აკვირდებიან ტელეკომპანია რ2-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებსაც. მისი განცხადებით ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს:

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსთავი2-ის საქმესაც. საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მიველსალმებით, თუმცა ახლა დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილებების პრობლემა და თავისუფალი მედიის მიმართ დამოკიდებულება დადგა. ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. მხოლოდ ეკონომიკური რეფორმები არაა საკმარისი. ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს.“- განაცხადა რანჟელიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42