საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში საუბარი არის ქორწინებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებითაც. ვენეციის კომისიის მოსაზრებით თუ აღნიშნული განსაზღვრება ერთნაირსქესიანთა ქორწინების გამორიცხვისთვის კეთდება, მაშინ უნდა იყოს განმარტება, რომ ეს არ ეხება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების (პარტნიორობა) აკრძალვას.
„საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით (ან მისი ინტერპრეტაციით), ერთნაირსქესიანი ქორწინების შემოღება შეესაბამება კონსტიტუციას. თუ შემოთავაზებული ჩანაწერი პირდაპირ გამორიცხავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, უნდა განიმარტოს, რომ ეს არ ეხება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს. საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნები, ვალდებულია შესაბამისობაში მოდიოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და მაშასადამე, უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება. (მაგალითად, როგორც, სამოქალაქო კავშირები ან ერთნაირსქესიანი ადამიანების რეგისტრირებული ურთიერთობები)." - წერია დასკვნაში.
მასალის გამოყენების პირობები






