„გამოჩნდა როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, რომ ეს პროექტი არ ვარგა არაფრად. ქვეყნის შიგნით მთელი სპექტრი, იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, უშიშროებისა და უსაფრთხოების თემი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, პოლიტიკური ოპოზიცია - ყველა წინააღმდეგია ახალი კონსტიტუციის. იქით არის მხოლოდ ოლიგარქი და მისი ხელქვეითები. ახლა უკვე იგივე სიგნალი მათ მიიღეს ევროპიდანაც, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სამართლებრივი ექსპერტების ჯგუფიდან, ვენეციის კომისიის სახით.“- განაცხადა ნიკა რურუამ.
ნიკა რურუას განცხადებით ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში ირიბად მოწონებულია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა:
„ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს უნდა ქონდეს დამაბალანსებელის ფუნქცია, რაც დღევანდელი მდგომარეობით აქვს. ეს ნიშნავს რომ პირდაპირი არჩევნების იდეა არის ირიბად მოწონებული.“- აღნიშნა რურუამ.
ნიკა რურუას თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის გაუთვალისწინებლობა ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება:
„თუ არ გაითვალისწინებენ თავიანთ თავს დააბრალონ, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილის ხე არაა და ის კონსტიტუციას როგორც მოუნდება, ისე ვერ გადარგავს“- განაცხადა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






