"რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის, ნატოს კარი ღიაა"- იენს სტოლტენბერგი
პოლიტიკა - 17:21, 08 Jun, 2017     2777
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის აცხადებს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს და შესაბამის რეფორმებს ატარებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა le figaro -სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მონტენეგრო 5 ივნისს გახდა ნატოს 29-ე წევრი, რუსეთი ამ პატარა ბალკანურ სახელმწიფოს დაპირდა, რომ მის წინააღმდეგ „საპასუხო ნაბიჯებს“ გადადგამს. მონტენეგროს ალიანსში შესვლით ნატოს კარი აღმოსავლეთით დაიხურა, თუ ის კვლავ ღია რჩება უკრაინისა და საქართველოსთვის?"- მიმართა კითხვით le figaro-მ ალიანსის მდივანს.

„კარი ღია რჩება. მაგრამ ნატოში შესვლისთვის საჭიროა, რომ ქვეყანა პატივს სცემდეს მის სტანდარტებს, ქონდეს სწრაფვა რეფორმებისკენ, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობისკენ.

გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს 29 ქვეყნის კონსესუსის შედეგად, მაგრამ არცერთ შემთხვევაში რუსეთს უფლება არ ექნება ეს პროცესები დაბლოკოს. ყველა სუვერენულმა ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. არავის აქვს უფლება მის მაგივრად გადაწყვიტოს, არც რუსეთს. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ნატო კი არ მიიწევს აღმოსავლეთით, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნები მოდიან ნატოში.

ალიანს ძალიან დიდი იმედი აქვს იმ ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც ცივი ომის დროს დიქტატურის ქვეშ ცხოვრობდნენ , შემდეგ კი დემოკრატიულები გახდნენ, რეფორმები გაატარეს და ერთმანეთის მიყოლებით მოვიდნენ ჩვენთან. ჩვენ მათ გავუხსენით კარი და ეს კარი ღია რჩება.“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42