ქართველ ოფიცრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ
პოლიტიკა - 17:06, 08 Jun, 2017     760
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წარმატებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 მაისის განკარგულების საფუძველზე მიიღეს. სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს.


ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ოფიცრებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და მათი დამსახურების შესახებ ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიულ საქმიანობაში გაწეული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 5 სამხედრო მოსამსახურეს - გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს, პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძეს, ამავე სარდლობის შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ჯამბულ ზალოშვილს, ეროვნული გვარდიის შტაბის, G-4-ის სამსახურის უფროსს, მაიორ ზურაბ სიდამონიძეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მთავარ სერჟანტს, იაკობ მარუაშვილსა და მე-3 ქვეითი ბრიგადის მთავარ სერჟანტს, ავთანდილ ახვლედიანს საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლები გადაეცათ. ეროვნული გვარდიის ორმა წარმომადგენელმა, გვარდიის სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრიდონ სიყმაშვილმა და გვარდიის შტაბის G-1 სამმართველოს უფროსმა, მამუკა ცხვედაძემ მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოვლენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის მიიღეს.

დაჯილდოების ცერემონიას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე და შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42