"გაფლანგული თანხები, გაჩერებული ტექნიკა და სახლში წასული 300 ადამიანი"-რატომ შეჩერდა ავტობანის მშენებლობა
ლანჩხუთში ხიდმაღალა-ხაჯალიის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა შეწყდა.
ამის თოაბაზე ოფიციალური შეტყობინება მიიღეს იქ მომუშავე ადამინებმა და მიზეზად ფორსმაჟორი დასახელდა.
სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი პეტრე აფრამიშვილი „გურიის მოამბესთან" აცხადებს, რომ მისთვის უცნობია სამუშაოების შეჩერების მიზეზი, საკრებულოს დეპუტატი კი აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობის შეჩერების მიზეზი თანხების გაფლანგვა გახდა:
პეტრე აფრიამაშვილი; ტექნიკური ზედამხედველი: "როგორც ჩვენთვის ცნობილია, კონტრაქტორმა, საგზაო დეპარტამენტიდან მიიღო წერილი სამუშაოების შეჩერების შესახებ, ჩვენთვის დანარჩენი არაფერი არ არის ცნობილი. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ჩვენ არ მოგსვლია, მიზეზი სამუშაოების შეჩერების რა არის, ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია. ყველა სამუშაო შეჩერებული არ არის, მაგალითად დატკეპნის სამუშაოები გრძელდება, ისევე როგორც ტესტირებები. შეჩერებულია ინერტული მასალის შემოტანა".
კახა ასკურავა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":"სუფსა-გრიგოლეთის მონაკვეთზე ხორციელდებოდა სულ ორი პროექტი, პირველი ეს იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი ავტობანის მშენებლობა და მეორე პროექტი ბიძინა ივანიშვილის პროექტი ხეების გადატანა გადმოტანა. შეწყდა ავტობანის მშენებლობა, რომლითაც ვამაყობდით წინა ხელისუფლება, ეს უნდა დასრულებულიყო 2015-17 წლებში, ხედავთ გაჩერებულ ტექნიკას ასეულობით სახლში წასულ ადამიანს და ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტის გაგრძელებას დაესვა კითხვითი ნიშანი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამის მიზეზი არის ის მაფიოზურ კლანური მმართველობა და კორუფციული გარიგებები, რომელიც დღეს საქართველოშია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ რომ ჩამოაყალიბა. ჩემი ინფორმაციით უნდათ გენერალური აუდიტორის მოწვევა რომ გაირკვეს რამდენი ფულია გაფლანგული, ვინ წაიღო და საერთოდ რა ხდება. ფაქტი აგერაა, გაჩერებული ტექნიკა, გაჩერებული საქართველო და სახლში წასული 300 ადამიანი."
მასალის გამოყენების პირობები






