"დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა კრიტიკას ვერ უძლებს და მანიპულირების საშუალებას იძლევა"- კობახიძე
პოლიტიკა - 16:54, 08 Jun, 2017     1037
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში დღეს მოქმედი რეგულაციები მანიპულირების საშუალებას ტოვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილების განაწილების ყველაზე სამართლიანი და სწორი - პროპორციულობის პრინციპია.

„ზოგადად, დღევანდელი ნორმები კრიტიკას ვერ უძლებს. დღევანდელი ნორმების თანახმად, შვიდი ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე სუბიექტი იღებს ადგილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და საარჩევნო ადმინისტრაციაში, შესაბამისად, ეს იძლევა მანიპულირების საშუალებას და ასეთი მანიპულირების საფუძველზე, დღეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ორივე განშტოებით აქვს სამი ადგილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და საარჩევნო ადმინისტრაციაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორი და მკაფიო, სამართლიანი პრინციპი იყოს აღებული ადგილების განაწილებისთვის და ამის საუკეთესო საშუალება არის, ბუნებრივია, პროპორციულობის პრინციპი - ანუ პარტიები იღებენ მანდატებს იმ ხმების პროპორციულად, რომელიც მათ მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის ყველაზე სწორი და სამართლიანი პრინციპი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ადმინისტრაციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის თანაბარი წარმომადგენლობა სამართლიანია, თუმცა, დღეს ეს უზრუნველყოფილი არ არის. მისივე თქმით, შემოთავაზებული ვარიანტი ამომრჩევლის ნებას სათანადოდ ასახავს.

„ზოგადად, სამართლიანია ის, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია იყოს თანაბრად წარმოდგენილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და საარჩევნო ადმინისტრაციაში. ვფიქრობ, რომ უმრავლესობის და ოპოზიციის თანაბარი წარმომადგენლობა აბსოლუტურად სამართლიანია. ეს არ არის უზრუნველყოფილი. დღეს არის უზრუნველყოფილი ის, რომ საარჩევნო სუბიექტები მანიპულირებენ და ამის საფუძველზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამი ადგილი მიიღო, რაც უხეშად ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. შემოთავაზებული ვარიანტი, ბუნებრივია, სამართლიანია, იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ ასახავს ამომრჩევლის ნებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42