"მძიმე შემთხვევაა, უშიშროების საბჭოს მდივანს წარმოდგენა არ აქვს, სად არის და რა არის მისი სტატუსი"- კობახიძე
პოლიტიკა - 16:50, 08 Jun, 2017     1275
პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების მდივანს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძის თქმით, დავით რაქვიაშვილი თავის ფუნქციებში ვერ ერკვევა და ის მას უშიშროების საბჭოს სახელით ელაპარაკება, მაშინ როდესაც ამ საბჭოს წევრი თავად პარლამენტის თავმჯდომარეცაა.

როგორც კობახიძე აცხადებს არ შეიძლება უშიშროების საბჭოს მდივანი იმაზე საუბრობდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ნატოში ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებებს ქმნის.

"უშიშროების საბჭოს მდივანი, ანუ ის პირი, რომელიც მემსახურება მე, ისევე როგორც პრეზიდენტს, პრემიერს და საბჭოს სხვა წევრებს და მეუბნება, რომ მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, სად არის და როგორ არის. უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა. მას ჰგონია, რომ ის წარმოადგენს უშიშროების საბჭოს. ასეთ დონეზეც კი არ იცის, რა ხდება საქართველოში, საქართველოს კონსტიტუციაში. მე წარმოვადგენ უშიშროების საბჭოს, მე ვარ უშიშროების საბჭოს წევრი, ისევე როგორც პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. მე ვარ უშიშროების საბჭო და როცა უშიშროების საბჭოს სახელით, უშიშროების საბჭოს წევრს, მდივანი მელაპარაკება, გამოდის, რომ მას საერთოდ არა აქვს წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე. რაც შეეხება პარლამენტის წევრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ის არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. არ შეიძლება საჯარო მოსამსახურე ესაუბრებოდეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს და ეუბნებოდეს, რომ “მე და შენ ვერ შევთანხმდებით“. როცა უშუშროების საბჭოს მდივანმა ასეთი რამე არ იცის, რბილად რომ ვთქვა, შემაშფოთებელია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მისი კრიტიკა საფუძვლიანია და ლანძღვასთან საერთო არაფერი აქვს.

"დესტრუქციული არის შეფასება, რომელიც შეურაცხყოფასთან არ არის დაკავშირებული, სუსტი პოზიციები ვთქვი დღეს და ესეც არ არის არანაირად შეურაცხყოფასთან დაკავშირებული. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ვთქვათ სიმართლე, იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. სიმართლე არის ის, 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ეს კამპანია არ ეფუძნება არანაირ ლოგიკას და არანაირ არგუმენტებს."- განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42