სახელმწიფო აუდიტის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, მას საერთაშორისო ექსპერტების მიმართ ნდობა არ აქვს. საუბარია იმ ექსპერტებზე, რომლებიც აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესში ჩაერთვნენ.
„როგორც მახსოვს, ამ ექსპერტებთან მიმართებაში, სხვა საქმეებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი იყო. მარტივი კითხვაა - ვისგან ფინანსდებიან და ხელფასს სად იღებენ და თუ ხელფასს პროკურატურიდან იღებენ, არიან თუ არა მთავარი პროკურატურის ჩვეულებრივი პროკურორები? ამ დასკვნაში დარღვევები სულ რომ არ ყოფილიყო და არის დარღვევები, იმ ადამიანებმა გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა უნდა განახორციელონ თუ არა, რომელზეც ეს დასკვნა იდება? აუდიტის სამსახურმა მოკვლევა ნებისმიერ საკითხზე რომ დაიწყოს და დარღვევა თუნდაც არ აღმოაჩინოს, მას მანამდე ვინმე თავს უნდა დაესხას? ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, მათ შორის ისეთები, რომლებიც ხელფასს პროკურატურიდან იღებენ, სწორად არ მიმაჩნია. არანაირი ნდობა არ მაქვს“, - განაცხდა თორდიამ.
მასალის გამოყენების პირობები






