დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება - შსს-ს განცხადება
პოლიტიკა - 15:46, 08 Jun, 2017     4758

დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„2017 წლის 5 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ი.ქ.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 5 ივნისს შუაღამისას, დაახლოებით, 03: 40 საათზე ი.ქ., კუთვნილი ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად, სოფელი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე იყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული დ.გ., რომელმაც პისტოლეტის დემონსტრირებითა და მუქარით სცადა ი.ქ.-სთვის თანხისა და ოქროს სამკაულების წართმევა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ი.ქ. 2015 წლიდან აღარ არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. აღნიშნული პირი 18 წლის განმავლობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალურ და ოპერატიულ ცენტრში მუშაობდა და შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი.

ი.ქ.-მ თავდამსხმელს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და მის განიარაღებას შეეცადა, რა დროსაც დ.გ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, თუმცა მისგან თავადაც მიიღო სხეულზე არაერთი დაზიანება.

საბოლოოდ, ი.ქ.-მ შეძლო დ.გ.-ს განიარაღება, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და დახმარება სთხოვა.

პოლიცია დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა განმარტეს, რომ დ.გ. იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მათ დაყაჩაღებას ცდილობდა. სამართალდამცველებმა დ.გ.-ს პირადი ჩხრეკა ჩაატარეს და ადგილზევე დააკავეს.

დ.გ.-მ გამოძიებისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი მოთავსებულ იქნა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესახლებამდე დ. გ.-ს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ექიმის რეკომენდაციით, შემდგომი გამოკვლევებისთვის, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

საავადმყოფოში დ.გ.-ს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. დაკავებულის სტაციონარში დატოვება, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო არ გახდა, რის შემდეგაც იგი, ე.წ. „ფორმა 100“-ის საფუძველზე, სტაციონარიდან კვლავ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

იზოლატორში შესახლების დროს დ.გ.-ს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. ექიმთან გასაუბრებისას დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულ დოკუმენტს დაკავებულმა თავად მოაწერა ხელი.

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის მიღების დროს ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

2017 წლის 6 ივნისს დ.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 7 ივნისს მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გადაყვანილ იქნა მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში.

დ.გ. წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი, კერძოდ: სსკ-ს 236-ე, 179-ე, 181-ე, 184 -ე, 224-ე, 353-ე, 343-ე, 19-144-ე, 144 -ე და 19-109-ე მუხლებით. ამჟამად მის წინააღმდეგ სასამართლოში, ასევე, მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, სსკ-ს 260-ე მუხლით.

ბრალდებულ დ.გ.-ს პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია, რაც დაადასტურა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას.

გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42