საკონსტიტუციო ცვლლილებები - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს ვენეციის კომისიისგან წინასწარი დოკუმენტები აქვს მიღებული:
"ვენეციის კომისიას ჩვენ მხოლოდ ჩვენს კომენტარებს ვუგზავნით, წინასწარი დოკუმენტის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით, რათა ტექნიკური ხარვეზები საბოლოოდ დაზუსტდეს. ამის შემდეგ უკვე ხელმისაწვდომი ოპოზიციისთვისაც გახდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეესაბამება ჩვენს მიდგომას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დოკუმენტის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამის უფლება არ აქვს.
"როგორც კი უფლებას მივიღებთ, რომ ფართო წრეს გავუზიაროთ ეს დოკუმენტი, მაშინ გახდება ფართო განხილვის საგანი. ჩვენ ეს დოკუმენტი გადმოგვეგზავნა, რადგან კომენტარები მივაწოდოთ ვენეციის კომისიას,არის გარკვეული გაუგებრობები თარგმანთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს ვაზუსტებთ ვენეციის კომისიასთან და ამის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი ფართო საზოგადოებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






