ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ როდესაც არსებობს გარკვეული კითხვები მინისტრი ვალდებულია მოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს ადამიანთა წუხილზე.
„ნამდვილად ვალდებულია ყველა მინისტრი, რომ, როდესაც ადამიანებს აქვთ პრობლემა, როდესაც ადამიანებს აქვთ კითხვები, როდესაც ადამიანებს აქვთ წუხილი, მოვიდეს და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ ანგარიშის მოსმენისაას იმ მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც 2017 წელს დაფინანსება გაეზარდა მაგრამ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ სუს-ის საქმიანობაზე ვერ ისაუბრებდა.
„როცა 2017 წლის ბიუჯეტი დგებოდა და სუს-ის ბიუჯეტი გაიზარდა 18 მილიონი ლარით, მაშინ თქვენ თუ ელოდით, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ასე მოგვჭრიდა თავს ყველას და ქვეყანას მოჭრიდა თავს“ - აღნიშნა კაპანაძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო უმცირესობას განუცხადა, რომ თეორიულად ნებისმიერი პრობლემა განსახილველი და შესასწავლია.
„თეორიულად ყველა პრობლემა უნდა იყოს შეფასებული და სწორად იყოს წარმოდგენილი ბიუჯეტში და ერთად უნდა შევაფასოთ და ერთად მივიღოთ ამაზე გადაწყვეტილება“ - განაცხადა კაკაურიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






