კახა კახიშვილმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები შსს-ს აკადემიის სტუდენტებს გააცნო
პოლიტიკა - 11:23, 08 Jun, 2017     851
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი პროექტის - „საჯარო ლექციები შსს-ს აკადემიის სტუდენტებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. მინისტრმა სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დაგეგმილ უპრეცედენტო სიახლეებზე, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით უკვე დაამტკიცა. მათ შორისაა: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა; უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულთათვის; შინაპატიმრობის შემოღება და სხვა ნოვაციები. ასევე, კახა კახიშვილმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური სისტემის მართვის თავისებურებებზე, პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებზე, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციაზე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და მსჯავრდებულთა დასაქმების პროექტებზე.

მინისტრის თქმით, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით რეფორმა გაგრძელდება. მან სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტიც შესთავაზა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტებთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სტუდენტთა პრაქტიკული ჯგუფები, რომლებსაც თეორიულ კურსთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ სამომავლოდ ჩვენ ბევრი კვალიფიციური მუშაკი გვყავდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

შსს-ს აკადემიის რექტორის გივი მიქანაძის განცხადებით, მინისტრის ინიციატივა სასჯელაღსრულების სისტემაში სტაჟირების გავლასა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს და გაამყარებს სტუდენტთა ცოდნას.

„უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი პრეზენტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრისგან შევიტყვეთ იმ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, რაც რეალურად იძლევა პატიმართა უფლებების განმტკიცების და მაღალ დონეზე დაცვის შესაძლებლობებს,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრის ბოლოს, შსს-ს აკადემიის რექტორმა კახა კახიშვილს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42