არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი. უმრავლესობის დეპუტატი არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ანა ნაცვლიშვილისა და ეკა გიგაურის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანოს:
„ჩემი აზრით, ძალიან მალე ქალბატონი ეკა ბოდიშს მოიხდის იმიტომ, რომ დარწმუნდება, ეს არის ცილისწამება. შესაბამისად, თუ ბოდიშს მოიხდის და, თუ ეს პროცესები მშვიდად განვითარდება და იტყვიან, რომ ეს არის ცალსახა ტყუილი, კი ბატონო. რაც შეეხება იმას, მომავალში რას ვიზამ, დავაკვირდეთ მოვლენებს და მერე ვნახოთ,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ზარდიაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული სქემა, სადაც იგი ხელისუფლებისა და სასამართლოს შტოებს შორის შუამავლად არის წარმოჩენილი, ცილისწამებაა.
მასალის გამოყენების პირობები






