საკონსტიტუციო ცვლილებები - განხილვები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდება
პოლიტიკა - 09:58, 08 Jun, 2017     1091

საკონსტიტუციო ცვლილებები - განხილვები საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გრძელდება. დეპუტატები დღეს პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

„მოდელი და პრინციპი, რომელიც ახალ კონსტიტუციაში არის შემოთავაზებული და, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, არის ძალიან უბრალო, საიმედო და ფუნქციური. იქმნება თავდაცვის საბჭო, რომლის თავმჯდომარეც არის საქართველოს პრეზიდენტი და მას უნარჩუნდება ეს სტატუსი, ხოლო საომარ ვითარებაში ყოველდღიურ მენეჯმენტს ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი,“ - განმარტავს არჩილ თალაკვაძე.

ცვლილებებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრიმინაციად აფასებს ოპოზიცია.

„ჩვენნაირი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის უშიშროების საბჭოს არსებობა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი მეტყველებს ამაზე,“ -აცხადებს სერგი კაპანაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებებს "ხელისუფლების ინტერესებზე მორგებულს" უწოდებს ნაციონალური მოძრაობა.

„ხელისუფლება ცდილობს, საკუთარ ტყავზე მოირგოს ეს კონსტიტუცია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესს, მაგრამ ხელისუფლება აქაც ძალიან უტიფარია და არ ცდილობს რაიმე კომპრომისის მოძებნას,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ირაკლი ქავთარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42