კლანულ მმართველობა და ზარდიაშვილის ფაქტორი სასამართლო სისტემაში - NGO-ები კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებას გეგმავენ
პოლიტიკა - 20:04, 07 Jun, 2017     1570
კლანურ მმართველობა სასამართლო სისტემაში - მესამე სექტორი მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრს ვანო ზარდიასვილს სასამართლო სისტემასა და ხელისუფლებას შორის ერთ-ერთ მთავარ მაკავშირებელ ფიგურად ღიად ასახელებს.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობაა და მას სათავეში მურუსიძე, ჩინჩალაძე და ცერცვაძე უდგას.

„მათ ჰყავთ კონკრეტული საკონტაქტო პირი ზარდიაშვილი, რომელიც ეკონტაქტება კონკრეტულ მოსამართლეებს. ამ შემთხვევაში ჩინჩალაძეს, მურუსიძეს და მათ კოლეგებს და ამის შემდეგ უკვე ხდება ამ კონკრეტული მოსამართლეების კლანის მეშვეობით სასამართლოზე გავლენა, განსაკუთრებით პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებთან დაკავშირებით,“-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა ეკა გიგაურმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელისუფლებას ვანო ზარდიაშვილის წარსულსაც ახსენებს.

„ღია კითხვებს სვამენ მათ შორის პოლიტიკურ დებატებში თუ სხვა კონტექსტებში, სხვათა შორის ლეგიტიმურ კითხვას, ვინ სად იყო 2012 წლამდე, მე მაინტერესებს ეს კითხვა დაუსვამთ თუ არა ვანო ზარდიაშვილისთვის. ისევე წუხან თუ არა ვანო ზარდიაშვილის ბექგრაუნდზე, როგორც წუხან სხვების ბექგრაუნდზე, რომლებსაც ხშირად ძალიან ცუდ კომპრომატად უყენებენ 2012 წლამდე დაკავებულ პოზიციებს,“-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

სასამართლო სისტემაში კლანების არსებობაზე და მათთან ვანო ზარდიაშვილის კავშირზე საუბრობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი სოფო ვერძეულიც.

„არც მალავენ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომ მათ გარკვეული კავშირები ბატონ ზარდიაშვილთან გააჩნიათ. ბატონი ჩინჩალაძე და ბატონი ზარდიაშვილი ასევე ნათესაური კავშირითაც არიან ცნობილები და სწორედ ეს კონტაქტები ქმნის საერთო ჯამში შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას ჰქონდეს კონტაქტი სასამართლო ხელისუფლებასთან,“-ამბობს სოფო ვერძეული.

მესამე სექტორის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ბრალდების ადრესატი. ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ მიზანმიმართული ცილისწამება მიმდინარეობს.

„ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მე მზად ვარ ნებისმიერ ღია ფორმატში, ნებისმიერ ტელესივრცეში მათთან ერთად დავჯდე და ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, თუ მათ რამე რეალური მტკიცებულება ან რეალური გარემოება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი კავშირი რამენაირად დასტურდება სასამართლო სისტემასთან.

გულწრფელად რომ გითხრათ მე მართლა მიხარია, რომ ქალბატონ ეკა გიგაურს არ მოსწონს სასამართლო სისტემა იმ ვითარებაში, როდესაც იგი აღმერთებს და კუმირია მისთვის მამუკა ახვლედიანი, როგორც მოსამართლე,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42