პოლიციელებმა დაკავებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ - ომბუდსმენი პროკურატურას მიმართავს
პოლიტიკა - 18:32, 07 Jun, 2017     4241
საქართელოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართავს.

საქმე ეხება, ბრალდებულ დ.გ.–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს.

"თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა დ.გ.–მ 2017 წლის 5 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი 2017 წლის 5 ივნისს, დაახლოებით დილის 3–დან 4 საათზე დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–10 განყოფილების თანამშრომლებმა. დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელებმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. დ.გ.–ს თქმით, იგი დილის 9 საათისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო არ მიიღეს. დ.გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლატორში მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე შეასახლეს.

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის სამედიცინო შემოწმების ფორმაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ასევე სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს დ.გ.–ს აღენიშნებოდა დაზიანებები.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ; გამოძიების ეფექტიანად წარმართვისთვის ჩატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება"- აღნიშნულია სახალხო დამცევლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42