საქართველოსთვის პარიზის შეთანხმება ამოქმედდა
პოლიტიკა - 18:14, 07 Jun, 2017     4730

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარიზის შეთანხმება საქართველოსთვის ძალაში 7 ივნისს შევიდა:

"2017 წელს ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდა პარიზის შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 7 ივნისიდან. პარიზის შეთანხმება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მან გარდატეხა მოახდინა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში.

2015 წლის 12 დეკემბერს პარიზის შეთანხმებაზე ხელმოწერით 195-მა ქვეყანამ პირველად აიღო ვალდებულება, რომ, ეკონომიკური განვითარების პარალელურად, შეამციროს კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის გაზების გაფრქვევები და დაბალემისიიანი განვითარების გზით შეინარჩუნოს საშუალო წლიური გლობალური ტემპერატურის ზრდა 2oC-ის ფარგლებში.

ამის გარეშე შეუძლებელი იქნება კლიმატის ცვლილების ისეთი უარყოფითი შედეგების შეჩერება, როგორებიცაა წყალდიდობები, მეწყერები, ზღვის დონის მატება, შტორმები, სანაპიროების წარეცხვა, მყინვარების დნობა, მტკნარი წყლის მარაგის შემცირება, გაუდაბნოების პროცესები, მოსავლიანი მიწების დეგრადაცია, ტყის საფარის შემცირება, ნალექების გახშირება, გვალვები, ზოგ ადგილებში პირიქით აცივება, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ადამიანური მსხვერპლი.

პარიზის შეთანხმება საშუალებას იძლევა, თანამედროვე ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით დიდმა და პატარა, განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, ენერგოუსაფრთხოებას, კონკურენტუნარიან წარმოებასა და მსოფლიოს მდგრად განვითარებას.

პარიზის შეთანხმების ეფექტური და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით საქართველოს მზად აქვს „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ხედვა სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით. კერძოდ, საქართველო გეგმავს, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევა 15-25%-ით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენების მართვის სექტორებში თანამედროვე კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, მდინარეების კალაპოტებსა თუ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, მაღალმთიან რეგიონებში წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების რისკის შემცირებას, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლას და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დაცვას."- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ დონალდ ტრამპმა პარიზის შეთანხმებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის შესახებ 1 ივნისს განაცხადა. მისმა ნაბიჯმა როგორც ამერიკაში ასევე მთელ მსოფლიოში დიდი კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებული აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42