საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოდან კანდიდატების დოკუმენტაციების გადაგზავნის პროცესის შესახებ კომენტარს აკეთებს. წულუკიანის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამი კანდიდატის: ლადო ჭანტურიას, სოფიო ჯაფარიძისა და შოთა გეწაძის ის დოკუმენტაციები მზადდება, რომლებსაც მათგან ევროპის საბჭო მოითხოვს.
"მზადდება სახელმწიფოს მხრიდან საბუთები გასაგზავნად და ალბათ ამ კვირის ბოლომდე დასრულდება გადაგზავნის პროცესი, შემდეგ ჩვენ გველის წინ სამეტაპიანი პროცედურა: პირველი არის ძირითადად სტრასბურგის ყოფილი მოსამართლეებისგან შემდგარი ფილტრაციის კომიტეტი, რომელმაც საბუთების მიხედვით უნდა დაახასიათოს და შეაფასოს თითოეული მათგანი. შემდეგ თვითონ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტი, სადაც ჩვენ გვყავს ეკა ბესელია წევრად, იქ მოხდება სიის დასაშვებობაზე მსჯელობა. დასაშვებობის შემთხვევაში კადიდატებთან გასაუბრება და ერთი ან მეტი კანდიდატისთვის რეკომენდაციის მიცემა, რომ კენჭი ეყაროს შემოდგომაზე ასამბლეაზე ამ სამ კანდიდატურას“ - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






