როგორც დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა, ძველი ადვოკატების დასწრებაშეხვედრისას აუცილებელია რადგან საქმის ყველა დეტალს უკეთ იცნობენ ვიდრე ახალი ადვოკატები.
„უწმინდესს რომ გაუჩნდეს კითხვები საქმესთან დაკავშირებით, მე პასუხს ვერ გავცემ, რადგან არ ვიცი დეტალები, ისე, როგორც ადვოკატებმა. გვინდა ჩვენი ყურით მოვისმინოთ უწმინდესის პოზიცია, მამა გიორგისთან მიმართებაში. შეხვედრა დაგეგმილი იყო ორშაბათს მხოლოდ ოჯახის წევრებთან, თუმცა მას შემდეგ, რაც ადვოკატებთან ერთად მოვითხოვეთ შეხვედრა, პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ გვინდოდა პატრიარქისგან კიდევ ერთხელ მოგვესმინა, რომ ის ენდობა გიორგი მამალაძეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ეს ერთხელ განაცხადა, იგი რაღაცნაიარად იზოლაციაში მოახვედრეს, მისი სახელით ედიშერ ქარჩავა ალაპარაკდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საპატრიარქო გაემიჯნა ქარჩავას განცხადებას. ამდენად, ჩვენ გვინდა ყველას დავანახოთ პატრიარქის პოზიცია. ქარჩავას და თეთრუაშვილს, ასევე მეუფე იაკობს უნდათ, რომ საზოგადოებაზე იმუშაონ და არ დაანახონ ხალხს, რომ საქმე მამა გიორგის მიმართ არის შეთითხნილი“ - განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






