სამედიცინო დაწესებულებს დაევალთ, მათ მიერ პაციენტებისთვის მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილზე იყოს განთავსებული. რეგულაცია 15 ივნისამდე უნდა ამოქმედდეს:
„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა სტაციონარული დაწესებულებების ნებართვის მქონე სუბიექტებმა 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ,“- ნათქვამია დადგენილებაში.
მასალის გამოყენების პირობები






