დემირელის კოლექჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე კომენტარს აკეთებს საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი. მისი განცხადებით ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესში:
,,ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რამდენად შეესაბამება ჩაბუქის მიერ ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა საერთაშორისო სტატუსის კონვენციას, საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას. ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ექსტრადაცია ავტომატურ რეჟიმში, პროკურატურის მიერ საქმის მასალების შესწავლისა და თურქული მხარის საბუთების მოწოდების გარეშე არ ხდება",- აცხადებს სოზარ სუბარი.
დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამართლდამცველებმა თურქული მხარის მოთხოვნით, დაახლოებით ორი კვირის წინ დააკავეს. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






